სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც არის ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
კახა კალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მშვიდობა უსურვა.
„ყველას, სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. დღესასწაული, რომელიც სიკვდილზე – სიცოცხლის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია. ვუერთდები იმ საყოველთაო სიხარულს, რასაც ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომით განიცდის. მინდა, ჩემს ქვეყანას ვუსურვო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას პატრიარქის ეპისტოლეშიც გაესვა ხაზი. მშვიდობის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება, ამიტომ მშვიდობა საქართველოს და მშვიდობა მსოფლიოს. გილოცავთ, ქრისტე აღდგა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე
