დედაქალაქის მერიის მიერ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები კახეთის გზატკეცილზე, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღეს მერიაში გამართულ სხდომაზე გაირკვა, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთი 6 დეკემბერს გაიხსნება, ხოლო დარჩენილი სამუშაოები პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება.

“კახეთის გზის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა სრულიად აღდგება და ტრანსპორტი შეუფერხებლად იმუშავებს. დარჩება მხოლოდ გარეგანათებების და ბოძების დამონტაჟების სამუშაოები, რომელიც უმოკლეს დროში განხორციელდება. დარჩენილია ასევე გზის დახაზვითი სამუშაოები და სრულიად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, აღნიშნულ მონაკვეთზე შესაძლებელი იქნება გადაადგილება”, – აღნიშნა კახი კალაძემ.

 

სხდომაზე გზების რეაბილიტაციის საკითხებზე საუბრისას, კახი კალაძემ გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 15-20 დეკემბრისთვის აქ მუშაობა დასრულდება და წლის ბოლოსთვის საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება.

„ავტომობილებს ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ექნებათ გადაადგილების შესაძლებლობა. აღნიშნულ ქუჩებზეც პარალელურად გაგრძელდება სამუშაოები. ეს არის განათების ბოძების დამონტაჟება, ველობილიკების, ტროტუარისა და ავტობუსის მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლების მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები სრულად მომავალი წლისთვის დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05