LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაც ხდება, პირდაპირი რეკეტია

146
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (4)

იმას, რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ მიერ დღეს, 15 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციას.

„ვინ არის ის ძალა, ვინც ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილის შანტაჟი დაუკვეთა? ფაქტობრივად, ცენზურას დაქვემდებარებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ“ – „ემ ქეი დი“

მისი შეფასებით, რასაც შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აკეთებს, პირდაპირი რეკეტია.

„საოცრებაა ის ყველაფერი, რაც ხდება. ნამდვილად არაფერი მიკვირს. მსოფლიო შეცვლილია. ის, რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, პირდაპირი რეკეტია. სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებში, საითკენაც მივისწრაფვით.

ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით დემოკრატიაზე, მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს ვიღებდით, ვდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე.

ამ დროს დღეს ვაწყდებით საოცარ ფაქტებს, რაც კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე: ივანიშვილი გახლავთ ქველმოქმედი, მეცენატი ადამიანი, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები