LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ბოლო სერიაში პირდაპირ ეთერში ვიხილავთ გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ, თავს დაიწვავს

321
BeFunky-collage (6)

ეს არის დიდი სიბინძურე, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ, თავს დაიწვავს, – ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი „მთავარი აქცენტების“ ეთერში კახა კალაძის მამის, კარლო კალაძესთან დაკავშირებით გასულ მასალას.

როგორ კახა კალაძე განმარტავს, „მთავარმა არხმა“ გუშინ “სანტა ბარბარა” მოაწყო.

„ეს არის დიდი სიბინძურე. “სანტა ბარბარა” მოაწყო გუშინ „მთავარმა არხმა“ მესმის, არჩევნებია, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ. ბოლო სერიაში, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ თავს დაიწვავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საუბარია „მთავარი არხის“ ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტზე, სადაც ორდენიძეების ოჯახმა განაცხადა, რომ კახა კალაძის მამამ, კარლო კალაძემ და მისი გარემოცვის წევრებმა მათი პრობლემით ისარგებლეს და ათეულობით ათასი დოლარი მიითვისეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები