LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე გახარიას: არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია

71
debatebi

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს საქართველოს პირველი არხის ეთერში მიმდინარე დებატებზე ნარკოტესტთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

ვიდეო: "მე პირველ რიგში ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი..." - გახარიას რა კითხვებზე მოუწია კახა კალაძეს პასუხის გაცემა

დებატებისას გიორგი გახარიამ კახა კალაძეს კიდევ ერთი კითხვით მიმართა, იზიარებს თუ არა კახა კალაძე თანაგუნდელების ბრალდებებს გახარიას მიმართ.

„დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები, ნარკომანობა მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები – აი, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე იზიარებ ამას, თუ არა?!“, – მიმართა გახარიამ კალაძეს.

კალაძის განცხადებით, არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია.

„ნარკომანობასთან დაკავშირებით მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება გიორგი, შენს საქციელს, პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, მე არ მომეწონა შენი ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე.

ახლა, არ შევალ ამ შინაარსში და არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. ამიტომ, არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“გიორგი შედარებით გამხდარია, ვიდრე მე” – კახა კალაძის პასუხი კითხვაზე, რა განსხვავებაა მასსა და გიორგი გახარიას შორის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g