LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: როგორც ვიცი, ლევან ხაბეიშვილი შოტლანდიაში იყო, იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა წვიმის გამო და დაბრუნდა?

283
ფორტუნა - 2023-06-22T132035.592

როგორც ვიცი, ლევან ხაბეიშვილი შოტლანდიაში იყო, იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა წვიმის გამო და დაბრუნებულია? – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რა პოზიცია აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას ამჯერად საერთო სტრატეგიას სთავაზობს.

ლევან ხაბეიშვილი – გაერთიანებაზე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, უახლოეს ხანებში საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს, თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იქნება

კახა კალაძემ აღნიშნულ კითხვას სარკაზმით უპასუხა.

„ლევან ხაბეიშვილი დაბრუნდა შოტლანდიიდან? მე როგორც ვიცი, შოტლანდიაში იყო, იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა წვიმის გამო და არ ვიცი, დაბრუნებულია? დაბრუნდა? არ ვიცი“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g