ინტერნეტში პრინცი ჰარის მიერ დაწერილი მემუარებიდან პატარა ნაწყვეტები გავრცელდა. მემუარების სახელია „სათადარიგო“ და მასში ჰარი ოჯახის წევრებთან მძიმე ურთიერთობის დეტალებს იხსენებს. თიზერში, რომელიც უკვე საკმაოდ სკანდალურია, ჰარი კამილა პარკერ ბოულზზე საუბრობს. ჰარის თქმით, დედოფალმა კონსორტმა მისი საძიებელი საგარდერობო ოთახად გადააკეთა.
ჰარი მძიმედ იხსენებს კამილასთან პირველ შეხვედრასაც:
„თვალები დავხუჭე, ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა. იქნება ის სასტიკი, როგორც ბოროტი დედინაცვლები ზღაპრებიდან? ამაზე ბევრი ვიფიქრე, ეს აზრები დავამარცხე და ხელი თბილად ჩამოვართვი, რადგან მინდოდა მამა ბედნიერი ყოფილიყო“ – იხსენებს პრინცი ჰარი.