LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში ცოლი ქმარს, ძაღლის საბელით ასეირნებდა – წყვილს ჯარიმა დაეკისრა

557
ძაგლი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კომენდანტის საათის დარღვევის გამო, კანადაში წყვილი დააჯარიმეს. პოლიციამ შენიშნა, რომ ქალი ქმარს ძაღლის საბელით ”ასეირნებდა”.

მათ პოლიციას განუცხადეს, რომ ცხოველებისთვის განკუთვნილ დროს იყენებდნენ და წესებსაც იცავდნენ. თუმცა, თითოეულ მათგანს 1 212 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

BBC – ის ცნობით, ინციდენტი კვებეკის პროვინციაში მოხდა, სადაც COVID 19 – ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 20:00-დან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. თუმცა, ამ დროს მოქალაქეებს, სახლთან ახლოს მხოლოდ, ძაღლების გასეირნების უფლება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ კანადაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 670 000 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები