LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანონის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ – ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ“ – პრეზიდენტი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

173
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ვეტოს დაადებს.

მოძრაობა „ხალხის ძალა“: პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი

აღნიშნულის თაობაზე პრეზიდენტმა, დღეს 28 თებერვალს, გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიური პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და თქვა, რომ ეს კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროპისგან პირდაპირ დაშორებაა.

„ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – პრაისი აგენტების კანონპროექტზე

„სინამდვილეში, კანონმდებლობას, რომელსაც ვკითხულობთ, როგორც ჩანს, ფესვები აქვს რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობაში და არა ამერიკულ კანონმდებლობაში”, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ.

მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი.“ –  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

 

 

 

 

 

 

 

ფოტო: EURONEWS
magti 5g