ბრჭყვიალა სამოსში გამოწყობილი ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე Instagram-ზე ფოტოსესიის კადრებს გვიზიარებს, რომელიც მაიამიში არის გადაღებული.
ვიდეოს აღწერაში ნუცა ბუზალაძე მომღერალ კეტი პერის ნათქვამს იხსენებს, რომელმაც ნუცას ურჩია ნაკლებად ბრჭყვიალა სამოსი ეტარებინა. ნუცა წერს, რომ ახსოვს მისი ნათქვამი, მაგრამ თავს ვერ იკავებს.
„კეტი პერიმ მითხრა „ნაკლები სიბრჭყვიალე“.. მაგრამ თავს ვერ ვიკავებ ?✨✨✨“ – წერს ნუცა ბუზალაძე.
„მიყვარს სიამოვნებების მიღება ცხოვრებაში“ – ნუცა ბუზალაძის ახალი ბრჭყვიალა ფოტოსესია