LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურიძე: იუსტიციის მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, გადავდგებოდი, ტაქსის მძღოლად მუშაობას გავაგრძელებდი, ქუთაისელია, იტაქსავებდა, იქ საცობები არ არის და კარგად გამოუვიდოდა

275
შალვა ხაჭაპურიძე და რატი ბრეგაძე

მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის რომ დღეს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ად­გილ­ზე იყოს, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გე­ბო­და.

რო­გორც ხა­ჭა­პუ­რი­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ყო­ფილ პრე­ზი­დენტს კლი­ნი­კა­ში ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ უტარ­დე­ბა.

ცდილობენ, სააკაშვილი მოკლან და კვალი დამალონ - შალვა ხაჭაპურიძე

„ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, მეტი რა შეფასება უნდა გააკეთო?!“

„დი­ნა­მი­კა­ში უნდა იყოს ნაჩ­ვე­ნე­ბი, უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა თუ არა. სა­ერ­თოდ, არა­ნა­ი­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა რომ არ არ­სე­ბობ­დეს, უნდა შე­ხე­დოთ სა­ა­კაშ­ვილს და და­ი­ნა­ხავთ, რომ ეს არის მო­მაკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნი. ამის ჩვე­ნე­ბა არ უნ­დათ, რომ არა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ უტარ­დე­ბა. ამის და­მალ­ვის მცდე­ლო­ბა იყო.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე დღეს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ად­გილ­ზე რომ ვიყო, გა­დავ­დგე­ბო­დი, შემ­რცხვე­ბო­და და ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ­დი, ქუ­თა­ი­სე­ლია, იტაქ­სა­ვებ­და, იქ სა­ცო­ბე­ბი არ არის და კარ­გად გა­მო­უ­ვი­დო­და, უფრო მეტ ფულს იშო­ვი­და.“ – გა­ნა­ცხადა შალვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი გაიმართა.

ამავე თემაზე:

ადვოკატის ცნობით, სააკაშვილი „უპრეცედენტო განსაცდელშია“ – პენიტენციური პროცესის 1 თვით გადადებას ითხოვს

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რატომ ვერ ჩართეს სააკაშვილი დისტანციურად – „ვივამედს ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს“

„21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ“ – მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადაიდო

ხმაური საქალაქო სასამართლოსთან – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g