LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარკოვსა და ახტირკაში რუსეთმა კასეტური ბომბები გამოიყენა, სადაც საბავშვო ბაღები, სკოლები და საავადმყოფოები დაბომბა − მედია

128
კასეტური იარაღის გამოყენების წერტილები

25 თებერვალს, ხარკოვსა და ახტირკაში რუსეთმა კასეტური ბომბები გამოიყენა, სადაც საბავშვო ბაღები, სკოლები და საავადმყოფოები დაბომბა − ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა Bellingcat წერს და საგამოძიებო მასალას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მკვლევარებმა ინტერნეტში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა შეისწავლეს.

უფრო ზუსტად კი, Bellingcat-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს კასეტური შეიარაღების გამოყენების ადგილები, ასევე, გამოყენებული რაკეტების ტრაექტორია, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იყო გამოყენებული.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

დასახლებული ადგილები კასეტური ქობინებით, სავარაუდოდ, BM-27 „ურაგანიდან“ და BM-30 „სმერჩიდან“ დაბომბეს.

კასეტური საბრძოლო მასალების დანიშნულებაა, ის სამიზნის თავზე გაიშალოს და მეტი მსხვერპლის გამოსაწვევად, მომცრო აფეთქებებით დიდი არეალი მოიცვას. კასეტური შეიარაღება განსაკუთრებით სახიფათოა სამოქალაქო ადგილებზე თავდასხმისას, რადგან ზრდის ზარალისა და მსხვერპლის პოტენციალს.

„დიდი ზიანის გამო, რომელიც მათ შეუძლიათ გამოიწვიონ, კასეტურ საბრძოლო მასალებს ფართოდ აკრიტიკებენ, როგორც იარაღს, რომელიც წარმოადგენს „დაუყოვნებელ საფრთხეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კონფლიქტის დროს.“ 100-ზე მეტმა ქვეყანამ აკრძალა მათი გამოყენება და ხელი მოაწერა კასეტური საბრძოლო მასალის კონვენციას.“ − წერს გამოცემა.

ამავე თემაზე:

კიევის დაბომბვისას ჰოლოკოსტის მემორიალი დაზიანდა

რუსები ორი მიმართულებით ცდილობენ კიევის ბლოკირებას – გენერალური შტაბის ბოლო ცნობები

ოკუპანტებმა ხერსონში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს – “დაღუპულია ბევრი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”

6 ათასამდე ჯარისკაცი, 200-ზე მეტი ტანკი, 900-მდე ჯავშანტექნიკა – უკრაინის თავდაცვის უწყება რუსულ დანაკარგზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g