LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას – მნიშვნელოვანია რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს

141
ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ის უშედეგოდ საპარლამენტო და საკრებულოების ბოიკოტს, ასევე  მანდატების დატოვებას, არ ემხრობა. აღნიშნულის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა, ეს პრობლემა პარტიისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის უმძიმესი იქნება.

„მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩემმა კოლეგებმა იციან ჩვენი პარტნიორების განწყობები.

მელია: „ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით – კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას“

თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) – ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა – უფრო არ გაუშვებენ მიშას.

კობახიძე: „ნაცმოძრაობა“და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ამით ქვეყანას არაფერი დააკლდება

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „უკან რომ დაიხიეს, ეს თავისთავად მეტყველებს მათ არათანმიმდევრულობაზე, რაც თავისთავად კარგია“

მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს. რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის.“ – წერს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის და საპარლამენტო მუშაობას წყვეტს.

გარდა ამისა, როგორც „ფორტუნას“ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ისინიც წყვეტენ.

ამავე თემაზე:

იაგო ხვიჩია: „ნაცებს“ მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა არც დაუწყიათ, აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი ვერც საქმიანობის შეწყვეტაზე

„ერთ-ერთი იქნება ქუჩის პროტესტი“ – თაკო ჩარკვიანი საპარლამენტო ბოიკოტს უერთდება

„თუ პარლამენტიდან გადიან, გავიდნენ, თუ რჩებიან, დარჩნენ და იმუშაონ. თან ხელფასს იღებენ და თან ბოიკოტში არიან. მაგარი სამსახურია..“ – ელისაშვილი ენმ-ზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g