„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ეფექტიანი ვერ იქნება.
როგორც ნიკა მელია სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას შეუქმნიან:
„რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი.
საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტიანი ამ შემთხვევაში.
თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი.
თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან – უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.
ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით – კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის, საპარლამენტო მუშაობას წყვეტენ და ივანიშვილს პროტესტით უპასუხებენ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში მუშაობას წყვეტს „სტრატეგია აღმაშენებელი“.
„ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი“ – მიხეილ სააკაშვილი
„ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“ – ნიკა მელია