LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ პარლამენტიდან გადიან, გავიდნენ, თუ რჩებიან, დარჩნენ და იმუშაონ. თან ხელფასს იღებენ და თან ბოიკოტში არიან. მაგარი სამსახურია..“ – ელისაშვილი ენმ-ზე

144
ალეკო და ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტიდან თუ გადიან, გავიდნენ, თუ რჩებიან, იმუშაონ“, –  ამ განცხადებით გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

„ამბობენ, პარლამენტში ჯერ საქმიანობას ვწყვეტთო და მანდატებს დავტოვებთ თუ არა, კონსულტაციები უნდა გავიაროთო. თუ პარლამენტიდან გადიან, გავიდნენ, თუ რჩებიან, დარჩნენ და იმუშაონ. თან ხელფასს იღებენ და თან ბოიკოტში არიან. მაგარი სამსახურია, იდეალური სამსახურია – არ დადიოდე და ხელფასს იღებდე.

მთელი საქართველო ასეთ სამსახურს ინატრებს. არეულები არიან, რამდენიმე ფრთა არის, რომელიც ცდილობს, ერთმანეთს გაეჯიბროს რადიკალიზმში. ძალიან უთავბოლო და ამაოა ეს ყველაფერი. რაც შემოვიდნენ, მას შემდეგ ამბობენ, რომ მანდატებს დატოვებენ. ბოდიში, მაგრამ ჩვენ ჩვენს პარტიას მივხედავთ. თავის არეულობას მიხედონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პირველ არხთან საუბრისას.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

„ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი“ – მიხეილ სააკაშვილი

განაჩენის გამოცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია წყვეტს საპარლამენტო მუშაობას.

„ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე…ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას“ – ლევან ხაბეიშვილის განცხადება

იაგო ხვიჩია: „ნაცებს“ მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა არც დაუწყიათ, აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი ვერც საქმიანობის შეწყვეტაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები