LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ-ერთი იქნება ქუჩის პროტესტი“ – თაკო ჩარკვიანი საპარლამენტო ბოიკოტს უერთდება

136
Untitled design

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი საპარლამენტო ბოიკოტს შეუერთდა.

მელია: „ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით – კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას“

როგორც თაკო ჩარკვიანმა „ფორტუნას“ განუცხადა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ამ ეტაპზე, მანდატებს არ ტოვებენ და მხოლოდ ბოიკოტით შემოიფარგლებიან:

„ეს იქნება აქციები, დასავლეთთან მუშაობა, ბოიკოტი..

თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ოლიგარქია არის სათავეში, რომ საშიშროებაა, ქვეყანამ კურსი იცვალოს, რომ მიტაცებულია სასამართლო, მაშინ რუს ოლიგარქს როგორც ეკადრება, ისე უნდა მოვექცეთ.

რაც შეეხება მანდატების დათმობას, ამაზე მოლაპარაკებები მიდის. ვიცი, რომ მთელი რიგი პარტიებისა, ამაზე თანახმა არ არის.

პირველივე წუთიდან ვუერთდები ნებისმიერ პროტესტს, რომელიც სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ინსტიტუციებს დაუბრუნებს.

ერთ-ერთი იქნება ქუჩის პროტესტი, ყველანი ვმუშაობთ დასავლური კუთხით, საელჩოებთან, ევროკავშირთან – ყველასთან კონსულტაციები გვაქვს.

ხანდახან ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა მისთვის პოპულარული არ იყოს, მაგრამ ეს იყოს კარგი სახელმწიფოებრიობისთვის. სახელმწიფოსთვის კატასტროფაა მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა.

სისულელე ნუ აუჩემებიათ – „რევოლუცია, რევოლუცია“.. ოპოზიცია კი არ აკეთებს რევოლუციას, რევოლუციას ყოველთვის აკეთებენ სულელი ხელისუფლებები, რომლებიც უდიერად ეპყრობიან ხალხს“, – განუცხადა თაკო ჩარკვიანმა „ფორტუნას“.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის, საპარლამენტო მუშაობას წყვეტენ და ივანიშვილს პროტესტით უპასუხებენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში მუშაობას წყვეტს „სტრატეგია აღმაშენებელი“.

„ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე.. ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას“ – ლევან ხაბეიშვილის განცხადება

იაგო ხვიჩია: „ნაცებს“ მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა არც დაუწყიათ, აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი ვერც საქმიანობის შეწყვეტაზე

„თუ პარლამენტიდან გადიან, გავიდნენ, თუ რჩებიან, დარჩნენ და იმუშაონ. თან ხელფასს იღებენ და თან ბოიკოტში არიან. მაგარი სამსახურია..“ – ელისაშვილი ენმ-ზე

“მინდა მივმართო ბატონ მიხეილს და ვუთხრა, თავი არ უნდა იგრძნოს მარტო!” – ხოშტარია ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

„ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“ – ნიკა მელია

„ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი“ – მიხეილ სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g