LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია შამუგია: „საკუთარ სახლზე ოცნება დედის გარდაცვალების შემდეგ ავისრულე…“

327
xatiashamugianews

ხატია შამუგია თავისი ახალი სახლის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ 2021 წელი მისთვის გარდამტეხი, საქმიანობის გარდა, ამ მიმართულებითაც აღმოჩნდა.

ხატია შამუგია:

„მართლა ძალიან გარდამტეხი წელი გამოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან კომფორტული სახლი მაქვს. მართალია, დიდი არ არის, მაგრამ მომწონს. ჩემსავით პატარა სახლია და მე მყოფნის. ვინც ამ სახლში შემოდგამს ფეხს, ყველა მეუბნება,ე ს ნამდვილად ხატიას სახლიაო. ეს სახლი მართლა მგავს, თან, მისაღებ ოთახში ჩემი დიდი სურათი მიკიდია. ჩემზე მორგებული სახლია. ბევრი სუნამოთი და სურნელოვანი სანთლებით. ამ სახლის მოწყობაში ყველაფერი გავითვალისწინე, ფენ შუი, ასტროლოგიური მიდგომა, ეზოთერიკა. სახლში ყოფნა რადგან მსიამოვნებს, დარწმუნებული ვარ, რომ ენერგეტიკულად ეს ადგილი ჩემია.

წინა სახლი, სადაც ბევრი წელი გავატარეთ მე და დედამ, ჩვენი არ იყო. შეგუებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან მოიწევდა საკუთარ სახლში გადასვლა. სამწუხაროდ, დედა ვერ მოესწრო ამას. ოცნებად მქონდა, საკუთარი ბინა მეყიდა. ეს ოცნება მისი გარდაცვალების შემდეგ ავისრულე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები