LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ჟორდანიას ვიდეომიმართვა: “არ დაყაროთ ფარხმალი, მა­გა­ლი­თი ვიქ­ნე­ბი ყვე­ლას­თვის, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი”

444
BeFunky-collage (13)

გუშინ ნინი ქარსელაძემ საზოგადოებას სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია ამცნო. საქმე ისაა, რომ ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა. აღნიშნულის შესახებ ვრცლად ისაუბრა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვისას თავად ხათუნა ჟორდანიამ და საკუთარ გულშემატკივრებსა და ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ დაავადებას ებრძვიან, რჩევით მიმართა.

“ეს ჩართვა გავაკეთე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცი, ის ადამიანები ვინც ებრძვიან სიმსივნეს, როგორი მძიმეა მათთვის ეს გზა გასავლელად და რამხელა ნუგეშია, როდესაც გაიგებ, რომ ვიღაცა გამოჯანმრთელდა.

მინდა გითხრათ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არ დაყაროთ ფარხმალი, ვისაც ეს დაავადება გაქვთ, იბრძოლეთ ბოლომდე.

რო­დე­საც გან­წყო­ბას შე­იქ­მნით, რომ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ყვე­ლა­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხოთ, და­მი­ჯე­რეთ, ეს ასეც მოხ­დე­ბა. ალბათ, როგორც მოხდა ჩემს შემთხევვაში.

მად­ლო­ბა ყვე­ლა ექიმს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ჩემს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ შე­ის­მი­ნა ჩვე­ნი ოჯა­ხის ვედ­რე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა მი­წყა­ლო­ბა.

აქ ჩა­მო­ვე­დი სამი თვის წინ და ის, რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო ჩემს ფილ­ტვში სიმ­სივ­ნე, ამა­ზე გა­ვი­კე­თე დას­ხი­ვე­ბა. ახლა ჩა­მო­ვე­დი შე­სა­მოწ­მებ­ლად და ექიმ­მა მი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი წა­სუ­ლია, მხო­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლია დას­ხი­ვე­ბი­დან ნა­წი­ბუ­რი, რო­მე­ლიც ხელს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე არ შე­მიშ­ლის. ასე რომ, სიმ­სივ­ნე გა­ნა­ჩე­ნი არ არის და ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი.

ჩემი დი­აგ­ნო­ზი იყო ფილ­ტვის მე­ო­თხე სტა­დი­ის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე. მი­ხა­რია და ვიცი, რომ ყვე­ლას, ვინც მე მგულ­შე­მატკვი­რობთ, უხა­რია. ახლა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვა­ყე­ნებ ჩემს თავს, მო­მა­ტე­ბუ­ლი მაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი წონა და ექიმ­მა მი­თხრა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია უნდა და­ვიკ­ლო.

მა­გა­ლი­თი ვიქ­ნე­ბი ყვე­ლას­თვის იმის, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი”, – გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g