LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელები მქონდა ნაღრძობი, თავში დანა – ჩანგალს მირტყამდა” – რას ყვება ქალი, რომელზეც მღვდელი ქმარი 10 წელი ძალადობდა (ვიდეო)

12698
Capture7888

“მეუბნებოდა შენ გაქვს ქათმის ტვინი, ენა ჩაიგდე ამოგაგლეჯ, ხმა არ ამოიღო, კაცი ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებო” – ნინო გორგოშიძე 13 წლის შემდეგ დუმილს არღვევს და ყვება როგორ ძალადობდა მასზე მეუღლე, რომელიც სასულიერო პირია. როგოც ნინო ამბობს, მეუღლემ მასზე ქორწინებიდან მეორე დღესვე იძალადა.

“მან პირველად იძალადა ჩემზე, ქორწინებიდან მეორე დღეს. მან დედა შემაგინა იმის გამო, რომ მე სუნამო დავისხი, რომელიც ჩემმა მეგობარმა მაჩუქა ქორწილში. ქორწინებამდე მე სუნამოსაც ვისხამდი. არ ვიცოდი მას თუ არ უყვარდა. ქორწინების შემდეგ მე აკრძალული მქონდა სუნამოს დასხმა, მაკიაჟი, ლაკის წასმა. აკრძალვებში მას არ ვეწინააღმეგებოდი, ვემორჩილებოდი. გინება, პანჩურების ამორტყმა, სახეში გარტყმა, ხელები მქონდა ნაღრძობი, თავში დანა – ჩანგალს მირტყამდა – ეს იყო საშინელება, ძალიან რთული იყო ჩემთვის”, -ამის შესახებ მან გადაცემაში “ნანუკას შოუ” ისაუბრა.

მისი თქმით მღვდელი სასმელზე იყო დამოკიდებული.
“ჩემი მეუღლე ყოველთვის დამოკიდებული იყო სასმელზე. ყოველდღე სახლში ბრუნდებოდა შუაღამეზე. გვაწიოკებდა. დაძინებულ ბავშვებს მიღვიძებდა. ჩემზე ძალადობდა სიტყვიერად, ფიზიკურად. მეუბნებოდა, რომ მქონდა ქათმის ტვინი. “ქათმის ტვინა ენა ჩაიგდე”, “ენას ამოგაგლეჯ”, “კაცი ვარ და რასაც მინდა გავაკეთებო”

ნინო ყვება, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო მათი 5 შვილიც.  უფროს ქალიშვილს ტვინის შერყევა ორჯერ ჰქონდა, იმის გამო, რომ მამამ კედელს შეახეთქა.

“მე დღეს მაცვია შარვალი იმიტომ რომ ჩემს ქალიშვილს მიაყენა ტვინის შერყევა დახეული ჯინსების გამო და იმის გამო, რომ გოგო მეგობარს “ფეისბუქზე” მიწერა. მეც არ მქონდა უფლება “ფეისბუქი” მქონოდა. “

მან დახმარება მამამთილს სთხოვა, რომელიც ასევე სასულიერო პირია, თუმცა დახმარების ნაცვლად მანაც იძალადა ფსიქოლოგიურად

“იგიც სასულიერო პირია, დეკანოზია და ჩემთვის იგი ავტორიტეტი იყო. მაგრამ მისგანაც ორმაგი სვლები იყო. ის ძალადობდა ჩემზე სიტყვიერად, ფსიქოლოგიურად. მაიძულებდა ეს ყველაფერი ამეტანა, მომეთმინა, რადგან მღვდლის ცოლობა არ იყო ადვილი და რომ თვითონაც ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდა და მისი ცოლიც ასე ცხოვრობდა და იტანდა და რომ მე მაგალითი ამეღო ჩემი დედამთილის ცხოვრებიდან”, – ყვება გორგოშიძე.

როგორც გორგოშიძე ამბობს, მეუღლე თავადაც ძალადობის მსხვერპლი იყო მშობლების მხრიდან.

გორგოშიძემ ასევე აღნისნა, რომ დახმარებისთვის საპატრიარქოსაც მიმართა, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ მოყოლია.

“დღესაც დავრეკე საპატრიარქოში და ვთხოვე კომისია მოიეწვიათ, თუმცა ასე მიპასუხეს: შენ თუ წახვალ ტელევიზიაში და რამეს იტყვი მე არ დამირეკო .”

ნინო მეუღლეს 5 წლის წინ გაშორდა და დღეს  წიგნს წერს სახელწოდებით “ფოფოდია”, რომელიც მის ბიოგრაფიას ეძღვნება. წიგნში ის 10 უმძიმესი წელი იქნება აღწერილი, როდესაც ყოფილი მეუღლე მასზე და მის შვილებზე ძალადობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g