LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი დღეს დასრულდება, მედიატორი დიდხანს ვერ დარჩება: ხათუნა სამნიძე

74
xatuna 22

მედიატორი საქართველოში დიდხანს ვერ დარჩება, ამიტომ მგონია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი დღეს დასრულდება, – განაცხადა საქართველოში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას ხათუნა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

„ფორტუნასთან“ საუბარში ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ 18 მარტი ქართული პოლიტიკისთვის გადამწყვეტი თარიღი იქნება.

„ჩემი ვარაუდით, ჩვენ შევძლებთ რომ დასრულებისკენ წავიდეთ.  მგონია, რომ დღევანდელი დღე იქნება გადამწყვეტი და ძირითად საკითხებზე შეთანხმებას შევძლეთ. მედიატორი დიდხანს ვერ იქნება საქართველოში და მან განმარტა,  რომ მოლაპარაკებები დიდხანს ვერ გაგრძელდება. შეთანხმების მიღწევის საკითხში პოზიტიურად ვარ განწყობილი, რადგან მგონია, რომ კომპრომისული შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს. ხელისუფლებასა და ოპოზიციის პოზიციები იმდენად დაშორებული  იყო,  რომ ჩვენ მედიაციის გარეშე ვერ შევძლებდით შეთანხმების მიღწევას. მედიატორის როლი გადამწყვეტია, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენს პოზიციებსა და არგუმენტებს ვათანხმებთ  და ამის საფუძველზე მედიატორი ელჩებთან ჩართულობის  საფუძველზე, აქვეყნებს, დოკუმენტს, რომელიც მისი შედგენილია. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარისგან დაიდება შეთანხმების დოკუმენტი,  რადგან სასწორზე დევს არა ის, სად იქნება ხელისუფლება და ოპოზიცია ამ შეთანხმების შემდეგ, არამედ ის, სად იქნება საქართველო“, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

კითხვაზე, დაპირისპირებული მხარეებიდან, ვინ რა საკითხი შეიძლება, რომ დათმოს, სამნიძე პასუხობს:

„მედიატორი საუბრობს მოლაპარაკებების პროგრესზე. ყველა პუნქტი, რომელიც შარ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტში დევს და ბუნებრივია, პოზიციები რომ დაახლოვდეს, აუცილებელია ყველა პუნქტზე კომპრომისებზე წასვლა“, – ამბობს სამნიძე.

სამნიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერები სხვადასხვა მესიჯებს აჟღერებდნენ და შეხვედრა შალვა ნათელაშვილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, მაინც შესაძლებელია, მოლაპარაკება.

„რეალისტურად ვუყურებ ამ პროცესს და მაქვს საფუძველი, მქონდეს ფრთხილი ოპტიმიზმი. თუნდაც იმიტომ, რომ მოლაპარაკების პროცესი წინ მიდის. ადრე ჩვენ საერთოდ ვერ ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ახლა ვესაუბრებით და შესაძლებელია, რომ ერთმანეთთან საუბრისას ბევრი საათი დავხარჯოთ და დავაახლოვოთ პოზიციები. მგონია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ევროკავშირის ჩართულობითა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებბებში ყველაფერი უნდა  გავაკეთოთ, რომ ქვეყნის მომავალი ვუზრუნველყოთ. ასეთ კონფლიქტურ და დაპირისპირებულ ვითარებაში ჩვენი პასუხისმგებლობაა, (პირველ რიგში ხელისუფლების), რომ დაპირისპირება დასრულდეს და ის ფუნდამენტური საკითხები, რაც ქვეყნის მომავლისთვის მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს სასიკეთოდ გადაწყდეს. ამის გარეშე  მე ვერ ვხედავ პრობლემის მოგვარებას. წრეზე არ ვიაროთ და ყველა არჩევნების მერე ასეთი კომფლიქტი არ იყოს ქვეყანაში, ფუნდამენტურად შესაცვლელია საარჩევნო  და სასამართლო სისტემაც“. – განაცხადა სამნიძემ. 

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა, მოლაპარაკებებში მას მედიატორის როლი აკისრია.

ამავე თემაზე იხილეთ:

ოპოზიციისგან იმ შემთხვევაში იქნება კომპრომისი არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლაზე, თუ ეს ემსახურება ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადებას და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები: გიგა ბოკერია

ვურჩევდი ნიკა მელიას გადაიხადოს გირაო, ეს საკითხი ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას: არჩილ თალაკვაძე

საქართველოს აღარ აქვს პოლიტიკური კრიზისის დრო, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ: ჯეიმს აპატურაი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g