LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების სტრატეგია, ოპოზიცია არეულობის მომხრედ წარმოაჩინოს, არ გავა, “ოცნებას” ყველა რესურსი ამოეწურა: პაატა მანჯგალაძე

50
პაატა მანჯგალაძე

ნებისმიერი პროტესტი უკავშირდება ხალხის უკმაყოფილებას. ქვეყანაში არ გვაქვს სასამართლო და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე არსებობს ეჭვი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის განცხადებით, ხალხის ნებისმიერი პროტესტი რომელიც მშვიდობიანია, არ უნდა მოხდეს მათი დემონიზება.

“მესმის ხელისუფლების ტაქტიკა, ისინი ცდილობენ გამოჩნდნენ მსვიდობის მხარეს, რადგან ხალხს უნდა მშვიდობა, ვიდრე არეულობა” – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი განცხადდებით ხელისუფლებაში უნდათ ოპოზიცია არეულობის მომხრეებად წარმოაჩინონ აქციებით. როგორც პაატა მანჯგალაძე აცხადებს, მმართველი გუნდის ეს სტრატეგია არ გავა.

“ქართულ ოცნებას” ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ახლა მათი სახლში წასვლის დროა,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები