LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერხეულიძე – მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი ხვალ გამოკითხავს

66
1

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხვალ ახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოჰკითხავს.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის იმედი აქვს:

“ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც გორში ბოლო ვიზიტისას მე იქ დამხვდა. პრობლემები არსად არ წასულა, მაგრამ უკეთესად გამოიყურება ვიზუალური თვალსაზრისით.

რაც შეეხება გზავნილებს, მისი გზავნილი არის ის, რომ ხვალ ელოდება სახელმწიფო ინსპექტორს, გორის წამების ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელს ელოდება და მას ხვალ გამოჰკითხავენ, სააკაშვილს ასევე დიდი იმედი აქვს საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და აპირებს, რომ კომისიას ჩვენება მისცეს”, – თქვა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, ჰოლანდიელი ექიმი თბილისიდან დასტურს ელოდებოდა, რომ ჩამოსულიყო სააკაშვილთან შესახვედრად, თუმცა ეს არ მოხდა:

“2 რიცხვში ჰოლანდიელ ექიმს ბილეთი ჰქონდა აღებული და ის თბილისიდან ელოდება დასტურს, რომ მას შესაძლებლობას მისცემდნენ სააკაშვილს შეხვედროდა, რაც არ მოხდა. ამ დრომდე პასუხი არ ვიცით. მასთან პირადი ექიმიც ვერ შედის. ეს კიდე უფრო დაამძიმებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. უცხოელი ექიმი პასუხს ელოდება, შედგებოდა თუ არა სააკაშვილთან შეხვედრა. განმარტება უნდა გააკეთონ, რატომ არ უშვებენ ამ ადამიანს”, – თქვა ხერხეულიძემ.

magti 5g