LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმას არცერთს მივცემ, გვაიძულებენ, არჩევანი გავაკეთოთ ცუდსა და ცუდს შორის: გიორგი გახარია

90
1597918961-გახარია-1024x698

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებიდან ხმას არცერთს არ მისცემს. მისივე განცხადებით, „ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რადგან გვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ ცუდსა და ცუდს შორის“.

საქართველოში არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩვნო ოლქში მიმდინარეობს

„ძალიან სამწუხაროდ, ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი არ იყო, ეს იყო, დარწმუნებული ვარ, ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაე ცუდი არჩევნები. თუ ჩვენ ყველანი არ დავფიქრდებით არჩევნებში, პირველ რიგში, ფულის როლზე, ადმინისტრაციული რესურსის როლზე და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, შეიძლება, არჩევნებმა აზრი დაკარგოს.

მოგეხსენაბთ, რომ მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა, მოვიხადე ეს ვალდებულება და ხმა მივეცი საქართველოსთვის. […] საქართველოსთვის რა არის, იცით? როდესაც ჩვენს საქართველოს მოქალაქეებს არჩევანს გვართმებვენ, როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ დაგვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ ცუდსა და ცუდს შორის, მე, რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევ საქართველოსთვის. საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთიო ავირჩიოთ, უფრო უარესი კი არა, ორ ცუდს შორის უარესი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე ხმას არცერთს მივცემ“, – ამბობს პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ხმის მიცემის შემდეგ.

ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად – 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება

magti 5g