LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში: “დაბოქლომება” გრძელდება (ფოტო)

522
76784543-271614723794094-1070071933359357952-n

ზუგდიდში ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა. “ქართული ოცნების”  დეპუტატის მერაბ ქვარაიას ოფისთან დილიდან შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ და უერთდებიან დედაქალაქის და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროცესებს. “დაბოქლომების” პროცესი ზუგდიდში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატის ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც აქციის მონაწელეებს საშუალებას არ აძლევს მერაბ ქვარაიას კაბინეტთან მიახლოვებას.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ მისცემენ “ქართული ოცნების” მაჟორიტარს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღოს და ამიტომ აპირებენ მისი სამუშაო კაბინეტის ბლოკირებას. მაჟორიტარი დეპუტატის ადგილობრივი ბიუროს თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასაც ქონდა ადგილი. ოფისთან შეკრებილი მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის განვითარებას დღევანდელი ხელისუფლება ხელს უშლის და ეს გამოიხატა პროპორციული სისტემის ჩაგდებაში.

აქციის მინაწილე ახალგაზრდებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებიც.

მოძრაობა „გაბედეს” აქტივისტებმა, უმრავლესობის წევრს და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს თბილისშიც.

კიდევ ერთი ბოქლომი სახელმწიფო უწყების ჭიშკარზე და სპეცრაზმის მობილიზაცია

 

„ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ მეორედ ხალხის წინააღმდეგ წასვლა აღარ გაბედოთ” – განაცხადეს აქტივისტებმა.

“ქართული ოცნების” დეპუტატი იძულებული გახდა ადგილი დაეტოვებინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები