LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხშირად მომმართავენ კითხვით – ადამიანი, რომელიც ხანგრძლივად ახველებს, არის თუ არა ვირუსის მატარებელი და უნდა მოერიდოს თუ არა თავშეყრის ადგილებს“ – ინფექციონისტი გვირჩევს, როგორ ვუშველოთ ხანგრძლივ ხველას

633
ხველა გოგინავა

ქვეყანაში სეზონური ვირუსის შემთხვევები მომატებულია. კლინიკების ნაწილში საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

საავადმყოფოებში დატვირთვა მომატებულია, თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, ეს საწყისი ეტაპია და პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

ივანე ჩხაიძე: არასოდეს ყოფილა რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსი ასეთი ხშირი – პიკი ჯერჯერობით არ დამდგარა, ეს დეკემბერ-იანვარშია

რა მდგომარეობა დღეს სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით, რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს და რა უნდა ვიცოდეთ – ამ და სხვა აქტუალური კითხვებით „ფორტუნამ“ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას მიმართა.

„რესპირატორული ინფექციები ზამთარში და ცივ პერიოდში ყოველთვის იმატებდა. ასე ხდებოდა პანდემიამდელ პერიოდში. უბრალოდ პანდემიის დროს ადამიანები ვიცავდით იმ რეკომენდაციებს, რაც უნდა დავიცვათ, რესპირატორული ინფექციების პრევენციისთვის. ამიტომ სხვა რესპირატორული ინფექციები, გარდა კოვიდისა, ძალიან ცოტა ფიქსირდებოდა. მათ შორის გრიპიც.

შეიძლება ითქვას, რომ ორი წლის განმავლობაში ეს ვირუსები თითქმის არ ცირკულირებდა, ან ძალიან უმნიშვნელო შემთხვევები ფიქსირდებოდა.  სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ პოპულაციური იმუნიტეტი მეტ-ნაკლებად გაქრა.

მისი გადატანის შემდეგ დაახლოებით, 2-3 წლიანი იმუნიტეტი ყალიბდება ხოლმე და რადგან ბევრმა ადამიანმა ეს ინფექცია ვერ გადაიტანა,  ამ რესპირატორული ვირუსების იმუნიტეტი ადამიანებს  შეუსუსტდათ, რაც ჩემი აზრით, მთავარი მიზეზია, რომ წელს გვაქვს შედარებით მეტი შემთხვევა, ვიდრე ეს იყო ბოლო 4-5 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

 

რომელი ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში

 

ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდში ცირკულირებს რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი, კორონავირუსი და ასევე, A ტიპის ვირუსი.

„როგორც კვლევები გვიჩვენებს,  აქტიურადაა გავრცელებული  H3N2 და H1N1 ვარიანტები,  რომლებიც ნამდვილად არ არიან ახალი ვირუსები. ისინი პანდემიამდეც ცირკულირებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ გრიპის ვირუსებისგან თავდასაცავად ყველაზე კარგი საშუალებაა ვაქცინაცია, რომელიც ჩვენ დაგვიცავს გრიპისგან და იმისგან, რომ თუ გრიპი [დაგვემართა], მძიმედ არ წარიმართოს“. – ამბობს ინფექციონისტი „ფორტუნასთან“.

 

დასრულდა თუ არა კოვიდი

 

ალექსანდრე გოგინავას თქმით, „კოვიდის შემთხვევები ბოლო 3 თვის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლებულობს, მაგრამ არის გარკვეული რეგიონები, სადაც არის პატარ-პატარა კოვიდ-აფეთქებები“.

„თუმცა გლობალურად შეიძლება შეფასდეს, რომ ამ ეტაპზე პანდემია მიდის დასრულებისკენ და თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, მომდევნო წლის გაზაფხულის ბოლოს შეფასდეს, რომ პანდემია დასრულებულია. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. შეიძლება გამოჩნდეს ახალი შტამი, რაც კოვიდპანდემიის დასრულების პროცესს შეაფერხებს“. – განმარტავს გოგინავა.

 

რა სიმპტომები ახასიათებს ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსს

 

„ჰონკონგის ვირუსი არაა ახალი. მას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა, ინტოქსიკაციის მსგავსი მოვლენები, როგორიცაა სახსრებისა და კუნთების ტკივილი, უმადობა და საერთო სისუსტე.

ვაქცინა, რომელიც არსებობს ქვეყანაში ჰონკონგის ვირუსისგანაც გვიცავს“ – ამბობს გოგინავა.

ინფექციონისტი დასძენს, რომ ე.წ. ჰონ კონგის ვირუსი საყურადღებოა რისკჯგუფებში.

„ანუ ადამიანებში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, ასაკოვან ადამიანებსა და ასევე მცირეწლოვან ბავშვებში“.

 

რა შეიძლება იწვევდეს გახანგრძლივებულ ხველას

 

ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ხველას ბევრი მიზეზი აქვს და კონკრეტულ სიტუაციაში სხვადასხვა მიზეზით ხანგრძლივდება.

„გახანგრძლივებული ხველა რესპირატორული ინფექციების ერთ-ერთ საყურადღებო სიმპტომს წარმოადგენს და ადამიანისთვის შემაწუხებელია.

არსებობს სხვადასხვა მედიკამენტები – ზოგიერთი მშრალი და ზოგი სპაზმური ხველის საწინააღმდეგოდ. სწორად გამოყენების შემთხვევაში, ეს მედიკამენტები, რა თქმა უნდა, უმსუბუქებს ადამიანს მდგომარეობას, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი პრეპარატი, რომელსაც დავნიშნავთ და ხველას საერთოდ გაგვიქრობს, არ არსებობს.

 

გახანგრძლივებული ხველის დროს მკურნალობის ტაქტიკა კომპლექსურია.

  • ამ დროს სასურველია ნაკლები ფიზიკური აქტივობა. 
  • უნდა მოვერიდოთ ცივ ჰაერს. 
  • მოვერიდოთ ძალიან ცხელ და პირიქით ძალიან ცივ საკვებს. 
  • ვეცადოთ, რომ დატენიანებულ ოთახში დავიძინოთ, რათა არ გამოშრეს ზემო სასუნთქი გზები. 
  • ერთი მედიკამენტი, რომელიც ასეთი ტიპის ხველას მოგვიგვარებს, სამწუხაროდ, არ არსებობს. 

ასევე არის შემთხვევები, ვირუსული ინფექციის დროს თუ ადამიანს აქვს მიდრეკილება, სხვადასხვა ალერგიული ფონი განვითარდეს და შესაბამისად, დამატებითი მკურნალობა გახდეს საჭირო.

ხშირად მომმართავენ კითხვით – არის თუ არა ადამიანი, რომელიც ხანგრძლივად ახველებს, ვირუსის მატარებელი და უნდა მოერიდოს თუ არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს?

თუ ჩვენ ვირუსი დაგვემართა, ერთი კვირის შემდეგ გადამდები არ ვართ და ხველა რომც გაგვიგრძელდეს, არც გადამდები ვართ და არც საზოგადოებისთვის საშიში“. – ამბობს ალექსანდრე გოგინავა „ფორტუნასთან“.

 

ამავე თემაზე:

„ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება.. ვთხოვ, როგორც  იმუნოლოგი და ექიმი“.. – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

ენდელაძე: „ეს სეზონი ყველაზე უფრო საშიში და საყურადღებოა, ვირუსი არის გახანგრძლივებული, ამ წუთში მყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა ხველა აქვს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g