პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს, 12 ივლისს გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც მთავრობის მეთაური ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჰყვება, ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება.
“პირადი ურთიერთობის ჩემი “მდიდარი” გამოცდილებიდან გამომდინარე, გაგიზიარებთ დასკვნას დღევანდელ წერილთან დაკავშირებით:
გამორიცხულია ღარიბაშვილს ეს წერილი დაეწერა, რადგან მისი ლოგიკური ჯაჭვი მაქსიმუმ სამ მოქმედებიანია და ამდენ ინფორმაციას ვერ დაიტევდა.
წერილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის სტილისტიკაშია დაწერილი – გრძლად და მოიცავს ბევრ დეტალს და ისტორიას. ასე წერა მხოლოდ მას უყვარს და შეუძლია.
აქედან დასკვნა:
1. მისი დაწერილია და ღარიბაშვილის სახელით გამოქვეყნდა, კობახიძის და ყაველაშვილის არ იყოს.
2. ღარიბაშვილმა დაიქირავა სპიჩრაიტერები, რომლებმაც მაქსიმალურად მიამსგავსეს ბიძინას სტილს იმისათვის, რომ:
ა) ტექნიკურად “ემხილა” ბიძინა და დასავლეთისთვის ეთქვა, რომ თვითონ “პლენშია”.
ბ) წერილი დაწერა პირადად ბიძინასთვის და მისგან თავდასაცავად – რამე ცუდი არ იფიქრო, ისევ შენი ბიჭი ვარო.
მე პირადად 2ბ-სკენ ვიხრები…”, – წერს გია ხუხაშვილი.
იხილეთ ვრცლად, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება:
ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია – რატომ ამაყობს ირაკლი ღარიბაშვილი ბერასთან მეგობრობით?