LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე: “როდესაც მკურნალობა დასრულდება, გადავა იქ, სადაც უნდა იყოს”

67
BeFunky-collage (4)

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სტაციონარში მკურნალობა თუ სჭირდება, სტაციონარში იქნება, თუმცა ეს მუდმივ ხასიათს ვერ მიიღებს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დაცული, მაგრამ კანონის მიერ ვალდებულებებიც იქნება აღსრულებული.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნას აქვეყნებს

“თუ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სტაციონარში მკურნალობა, ის სტაციონარში იქნება, მაგრამ ეს მუდმივ ხასიათს ვერ მიიღებს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების მიერ იქნება შეფასებული, ობიექტური შეფასების ნაწილი იქნება გათვალისწინებული და იმის მიხედვით მოხდება მისი გადაყვანის დროის შერჩევა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დაცული, მაგრამ კანონის მიერ ვალდებულებებიც იქნება აღსრულებული. თუ მას სჭირდება მკურნალობა, ის იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ როდესაც მკურნალობის ეტაპი დასრულდება, ის გადავა იქ, სადაც უნდა იყოს”,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g