LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი პრინციპი, რომელიც კორონავირუსს შეაჩერებს

194
BeFunky-collage (4)

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ასახელებს 5 პრინციპს, რომლის დაცვის შემთხვევაში ახალი კორონავირუსის გავრცელების შანსი შემცირდება.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, ხუთი პრინციპი შემდეგი მთავარი პუნქტებისგან შედგება:

  • პირბადის საყოველთაო ტარება
  • ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება
  • ფიზიკური დისტანცირება
  • ხელის ჰიგიენა და სადაც შესაძლებელია, ბარებში მისვლის თავიდან აცილება ან მათი დახურვა. 

შტატების მთავარი ეპიდემიოლოგის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პრინციპების მკაცრი დაცვა ვერ მოხერხდება, გარკვეული შტატები, სადაც ვირუსის ახალი ტალღები ჯერ არ გაჩენილა, პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.

“არ არსებობს გარანტია, რომ აშშ უსაფრთხო და ეფექტიან ვაქცინას შექმნის” – ენტონი ფაუჩი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 17 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის ეპიცენტრი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, კოვიდინფექციით დაღუპულთა რაოდენობა კი 150 ათასს აჭარბებს.

„ვიმედოვნებ, ნორმალურ ცხოვრებას ერთ წელიწადში დავუბრუნდებით“ – ენტონი ფაუჩი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები