LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ არსებობს გარანტია, რომ აშშ უსაფრთხო და ეფექტიან ვაქცინას შექმნის” – ენტონი ფაუჩი

108
shutterstock-1665526138

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს, რომ არ არსებობს აშშ-ის მიერ კოვიდზე ეფექტური ვაქცინის შექმნის გარანტია. ენტონი ფაუჩიმ ამის შესახებ სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა. მისი განმარტებით, ქვეყანაში მნიშვნელოვანია ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი იყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმი გვაქვს. ვსწავლობთ წინასწარ მონაცემებს და მომდევნო წლის დასაწყისში ეფექტურობის დონეზე გვექნება ინფორმაცია. ექსპერტები იმედს გამოთქვამენ, რომ გაისად ვაქცინის დოზები ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა ფაუჩიმ.

მან ასევე ისაუბრა შეზღუდვებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ზედმეტი დოზით აკრძალვებს ხალხი არ მოითმენს. ფაუჩი აცხადებს, რომ ჯანდაცვამ ხალხზე უნდა იმუშაოს და არა მათ წინააღმდეგ.

„რასაც ვამბობ ის არის, რომ ხალხს უნდა შეეძლოს გარეთ გასვლა და დროის ტარება უსაფრთხო გაიდლაინების ფარგლებში, რომელიც შემუშავებული გვაქვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვა ჩვენზე უნდა მუშაობდეს და არა ჩვენ წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ფაუჩი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები