LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია – თუ მეხუთე წელია ვერ შეიგნო მისი უფლებამოსილება, წარმოუდგენელია

156
fot (1)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოში უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა და საზღვრების ჩაკეტვა „სისულელე იქნებოდა“.

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნულ სისულელეს პრეზიდენტი ამბობდა.

კობახიძის აზრით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მეხუთე წელს მაინც უნდა გაათვითცნობიეროს, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე არის პასუხისმგებელი არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა.

პრეზიდენტი: „ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს“

„რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას და ა.შ. ხომ გაირკვა გუშინ უკვე გვიან, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო. სისულელე და მეტი არაფერი, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია. პრაქტიკულად ოპოზიციის ყველა ლიდერი: „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“ და სხვები, ამ უბრალო სისულელეს ამბობდა, რაც დამტკიცდა, რომ სისულელე იყო. მსოფლიოში არავის არ მოუწვევია უსაფრთხოების საბჭო, სისულელე იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთში წარიმართა.

პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც გადაწყვეტილების მიღებაზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა. დღემდე თუ ვერ შეიგნო ეს პრეზიდენტმა უკვე მეხუთე წელია მისი უფლებამოსილება, ეს არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა კობახიძე.

ირაკლი კობახიძე: რუსეთთან თუ რაიმე კომუნიკაცია შეიძლება, შედგეს, ამისთვის არის ერთადერთი არხი, მთავრობის სპეცწარმომადგენელი, გუშინ არ ხდებოდა არაფერი განსაკუთრებული, ჩვენ რა კომუნიკაცია უნდა გვქონოდა?

ირაკლი კობახიძე: გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია, როცა ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმისთვის მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ გაჩუმდე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g