LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კომპანია მზად არის, სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს” – „ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებას ავრცელებს

151
BeFunky-collage - 2023-06-23T004515.219

კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს, – აღნიშნულის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებას ავრცელებს.

„ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.

კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.

​ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე კომპანიამ გაავრცელა სიები, სადაც თანამშრომლების ხელფასების ოდენობაა ასახული.

ჭიათურაში, ერთ-ერთმა მაღაროელმა, პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

ცნობისათვის, მაღაროელების აქცია 6 მაისიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ქალაქის მერიის შენობასთან კარავი აქვთ გაშლილი, ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„ჭიათურელი მამები თვალ და პირამოკერილი „აღნიშნავენ” მამის დღეს…ჩემი მოკრძალებული სოლიდარობა მაღაროელებს” – გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g