LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და ეს ჩემი მოგონილი არაა – ლევან რატიანი

149
ratiani-e1585736460202

“კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და ეს ჩემი მოგონილი არაა,” – ეს განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა “იმედის” ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, ჯანმოს ცნობით, ვირუსი დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 70-80 პროცენტმა უნდა მოიხადოს.

ლევან რატიანი მოსახლეობას 6 თვეში შექმნილი ვაქცინის გამოყენებას ვერ ურჩევს

"მინიმუმ 4-5 წელია საჭირო, რომ ასეთი სამკურნალო საშუალება შექმნან წამყვანმა ბიოტექნიკურმა ცენტრებმა"

„ყოველდღიურად ვეცნობი ახალ ინფორმაციას, რომელიც ჩემს ან მედიცინის სხვა დარგს ეხება. ჟურნალისტებთან საუბრისას ერთხელ ვთქვი, რომ ეს არის მოსახდელი დაავადება. ეს ჩემი მოგონილი არაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეს არის ვირუსი, რომელსაც აქვს გავრცელების მაღალი უნარი, და ის დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 70-80 პროცენტმა უნდა მოიხადოს“, – განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი, ამ დრომდე, 728 ადამიანს დაუდასტურდა.

საგანგებო ზომები და შეზღუდვები უნდა ჩაანაცვლოს თვითშეგნებამ და მაღალმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ – თენგიზ ცერცვაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები