LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს

280
5e29c6e124306a55717a3375

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარეკომენდაციო მიმართვას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეებმა ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში ვიზიტებისა და მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ასევე იმ მოქალაქეებმა, ვინც ამ ქვეყნებში უკვე იმყოფება, უნდა დაიცვან ადგილობრივი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები.

“უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში საქართველოში მოგზაურობენ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.

საქართველოს მოქალაქეების და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირების გარდა:

ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, შეეზღუდებათ საქართველოში შემოსვლა. ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიაში, ვალდებულნი არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას, დაელოდონ ტესტების შედეგებს და დაემორჩილონ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას (კარანტინის რეჟიმი, თვითიზოლაციის რეჟიმი, უკან დაბრუნება) და სრულად გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები.

საქართველოს მოქალაქეები და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, ვალდებულნი არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას და 14 დღიანი კარანტინის პროცედურას” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო უწყება მიმართავს მოქალაქეებს გაითვალისწინონ მოგზაურობასთან დაკავშირებული ის რეკომენდაციები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა (ვიდეო)