LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის საფრთხის გამო: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურსა და ფსოუზე შეზღუდვები დააწესა

228
BeFunky-collage

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის საფრთხის გამო ენგურსა და ფსოუზე კარანტინი დააწესა.დღეიდან იზღუდება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ ადამიანების შესვლა, ვისაც ე.წ. აფხაზური პასპორტი არ აქვს.

როგორც აფხაზეთის ე.წ. სანიტარიული სამსახური იუწყება, არ აქვთ საშუალება, საზღვარზე კორონავირუსთან დაკავშირებული შემოწმებები აწარმოონ.

კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ფსოუზე ე.წ. საზღვარზე მსგავსი ტიპის შეზღუდვა არ ყოფილა დაწესებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეზღუდვები კორონავირუსის საფრთხის მოხსნამდე გაგრძელდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები