LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსს სმარტფონების ზედაპირზე არსებობა 28 დღე შეუძლია

128
lkjlkj

ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სააგენტოს ცნობით, კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე 28 დღის განმავლობაში ცოცხლობს. თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეს დგას ის, რომ არის თუ არა საშიში ადამიანისთვის ზედაპირზე არსებული კორონავირუსი. ისინი აღნიშნავენ, რომ ხშირ შემთხვევაში კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

ძველი ლაბორატორიული კვლევების თანახმად, ვირუსს არსებობა შეეძლო მინის ზედაპირზე, ფოლადსა და პლასტმასზე 3-დან 14 დღის განმავლობაში. ახალი კვლევის თანახმად კი, მას არსებობა სმარტფონების ეკრანებზეც შეუძლია 28 დღის განმავლობაში. ახალმა აღმოჩენამ ზედაპირების დეზინფექციისა და ხელების დაბანის საჭიროება გააძლიერა.

კითხვის ნიშნის ქვეშ ასევე დგას არის თუ არა ზედაპირზე არსებული კორონავირუსი საშიში. კვლევა ტარდებოდა ლაბორატორიაში, სადაც შესაბამისი პირობები შეიქმნა. ჩაბნელებულ ოთახში, ულტრაიისფერი სხივებით,  დაბალ ტემპერატურაზე. მას შემდეგ, რაც გრადუსი 40-მდე გაზარდეს, კორონავირუსი 24 საათის განმავლობაში განადგურდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ინფორმაცია გაავრცელა, რომ კორონავირუსს შეუძლია საათობით გაძლოს ჰაერში და დააინფიციროს სხვა ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები