LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორპუსის კარანტინში მოქცევა წარმოუდგენელია – მარინა ეზუგბაია

145
1590823980943650

“კორპუსის კარანტინში მოქცევა, კიდევ ალბათ წარმოუდგნელია, არ არის ასე”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მარინა ეზუგბაიამ დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, კორპუსის კარანტინი კი არასწორი ფორმულირებაა.

“არაფერს არ ვიტყვი, კვლევა გრძელდება. სიახლე ხომ არაა, რომ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების კვლევა ხდება? თუ კლინიკა გამოვლინდება მანამდე ხდება კვლევა, თუ არა, ინკუბაციის პერიოდის ჩამთავრებისას ყველა პაციენტის კვლევა ხდება, ეს არის ჩვეულებრივი, კანონზომიერი პროცესი და ამ ჩვეულებრივ კანონზომიერ პროცესს ნუ მისცემთ რაღაცა სახეს. ადამიანებს რომ რეკომენდაციას აძლევ, რომ მეტნაკლებად შეიზღუდონ თავი და გარკვეულწილად თვითიზოლაციაში იყვნენ, ეს არ ნიშნავს, რომ კარანტინია, კორპუსის კარანტინში მოქცევა, კიდევ ალბათ წარმოუდგნელია, არ არის ასე,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გავრცელებული ცნობებით, კოვიდინფექციის დაფიქსირების გამო, საბურთალოს ერთ-ერთი კორპუსი იზოლაციაში მოაქციეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები