LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდსტატისტიკა განახლდა: საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი

134
publika.ge--1-24-1024x580

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.

გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 4 732 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 714 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 679, „პისიარ“-ტესტით –17 035.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,04%, ბოლო 14 დღის – 8,63%, ბოლო 7 დღის – 8,33%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 865 293 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 806 596 გამოჯანმრთელდა, 12 344 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 234 180 აცრა, დღიურად აცრილია 7 413.

კარანტინის რეჟიმშია 36, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 458 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 242 პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები