LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრამონი: „პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავის ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.. ამ ძალისხმევისთვის ისჯება ახლა ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ“

149
ing

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხუთი თვის წინ აქ მტკიცედ იდგა მისი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს – თავის ქვეყანას  ევროკავშირთან აახლოებს“, – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას.

ამასთან, კრამონმა სიტყვით მიმართვის დროს აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება:

„პრეზიდენტი, რომელიც თავის ხალხის მსგავსად, სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს – „მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

ამ ძალისხმევისთვის ის ახლა ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ ისჯება. ძვირფასო კოლეგებო, განგაშით გამცნობთ, რომ საქართველო, ოდესღაც ევროპული იმედის სხივი, ახლა ავტორიტარული, პრორუსული მმართველობისკენ სწრაფად მიემართება. სასამართლო და კანონის უზენაესობა დარღვეულია და ახლა იარაღად არის გამოყენებული იმ ფარსში, რომელსაც იმპიჩმენტს ეძახიან.

ჩვენ არ შეგვიძლია და ხელს არ ჩავიქნევთ საქართველოზე, არ დავტოვებთ ქართველების 80%-ზე მეტს ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ მარტოს, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ – პრეზიდენტი

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g