LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტი ყიფშიძე: „მე მგონია, რომ სამ რამეში არ უნდა დაგენანოს ფული…“

855
ქრისტი

მოდელი კრისტი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ფულის ხარჯვის თემაზე საუბრობს და ამბობს, რომ არსებობს სამი რამ, რაშიც არ უნდა დაგენანოს ფულის გადახდა:

„ყველანაირი ხარჯი შენი შემოსავლის შესაბამისად უნდა გაიღო. მირჩევნია, ფული მოგზაურობისთვის გამოვიყენო. დასვენება, სიამოვნების მიღება, გემრიელობების დაგემოვნება, იქაური სუვენირების შეძენა – ეს ჩემი ტრადიციაა. ხომ ამბობენ, ინვესტიცია მომავალში უნდა ჩადო და მის უზრუნველსაყოფად სახლები, ანუ უძრავი ქონება უნდა დააგროვოო. მე მგონია, რომ სამ რამეში არ უნდა დაგენანოს ფული: პირველ რიგში – ეს არის განათლება. შემდეგ – ძვირფასეულობა: ოქრო და ბრილიანტი, როგორც ბებიები გვასწავლიან, კარგი დაბანდებაა. ბევრი და უაზროდ არ არის საჭირო, ცოტა კარგი და ხარისხიანი სჯობს. ჩემთვის მესამე და ძალიან საჭირო ინვესტიცია მოგზაურობაა. ამ დროს იზრდები, სწავლობ, ვითარდები, ენერგიით ივსები და უკან სულ სხვა ადამიანი ბრუნდები. სახლის ყიდვა და მისი შემოსავლად ქცევა თუ შეგიძლია, ეგეც კარგია, მაგრამ მე არ ვარ ეგ ტიპი“.

კრისტი: „იმ ქალმა ისე გამომლანძღა, რომ მას შემდეგ ასე აღარ მოვქცეულვარ…“

ვიდეო: კრისტი ყიფშიძის მორიგი გამოჩენა ჩვენებაზე, რომლის შემდეგაც მას პოდიუმის დედოფალი უწოდეს

კრისტი ყიფშიძე ყოფილი მეუღლის ცოლს დაუმეგობრდა: „მე და ენის ბევრი საერთო გვაქვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები