LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხში 5 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

219
ing

ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლის ბავშვი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, თბილისში გადმოჰყავთ.

გავრცელებული ცნობით, ავტომობილი, ლაგოდეხი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სოფელ შრომასთან კი მანქანას ბავშვმა გადაურბინა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს დაეჯახა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები