LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაპარაკი არის ნატო-ს „მაპის” ტიპის სამოქმედო რუკის შექმნაზე – ხაზარაძე კრამონთან შეხვედრის შემდეგ

42
BeFunky-collage

„ლელოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობენ. დღევანდელი დღე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრით დაიწყო.

შეხვედრის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ გამართული ოფიციალური შეხვედრები შეაფასა. მისი განცხადებით, ევროპარლამენტის მხრიდან არის სრული მზაობა გააკონტროლონ პროცესი ხელშეკრულების სრულად განსახორციელებლად და შეიქმნას დამკვირვებელთა ჯგუფი.

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს, გვაქვს შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან და სტრატეგიულ მოკავშირეებთან, პარტნიორებთან. შეხვედრა იქნება ასევე, საგარეო ურთიერთობის მიმართულებით, კომიტეტში – აქ ძირითადად განვიხილავთ ორ საკითხს, ეს არის იმ ხელშეკრულების იმპლემენტაცია, რომელიც პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით და მედიატორობით იქნა დადებული, ასევე მისი აღსრულების მექანიზმები და გარანტიები, საუბარია იმაზე თუ როგორ იყოს ეს ყველაფერი აღსრულებული.

მეორე საკითხია, ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი მექანიზმების შემოტანა, რომელიც დააჩქარებს და უფრო გამოკვეთავს ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს – ლაპარაკი არის ნატო-ს „მაპის” ტიპის სამოქმედო რუკის შექმნაზე, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ეს არის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. უახლოეს ხანში ამ თემას უფრო ფართოდ გავშლით, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები დაინახოს ჩვენმა მოქალაქეებმა და ჩვენმა ქვეყანამ თუ როგორ მივდივართ ევროკავშირის მიმართულებით. ახლა მთავარია ამ ხელშეკრულების აღსრულება, წინ სიარული და არა უკან, წარსულში ყურება და კრიტიკა იმისა, თუ აქამდე რა იყო – უნდა ვილაპარაკოთ ხვალ როგორ ვიცხოვროთ და როგორ გავატაროთ ამ ხელშეკრულების შედეგები ჩვენს ცხოვრებაში“, – განაცხადა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები