LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა რამიშვილის ოჯახური ბედნიერება: „ბელა ჩემი გულის ტყვიამფრქვევია…“

813

ლაშა რამიშვილს, ბელა ნოზაძესა და მათ სამ შვილს, ლაშა-გიორგის, მართას და ნაბოლარა ერეკლეს, შინ ვესტუმრეთ. პირველი, რაც მომღერალმა, მსახიობმა და „არ დაიდარდოს“ წამყვანმა გვაჩვენა, კარადაა, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობით ინახება სასმელი, რომელსაც ლაშა რამიშვილი თავისი 50 წლისთავზე გახსნის. მანამდე მეგობრებისა და სტუმრებისთვის მხოლოდ მათი ჩვენებით შემოიფარგლება. ყველამ იცის, რომ ლაშა სასმელს აგროვებს, შესაბამისად, საჩუქრებსაც არ იშურებენ. ამის შედეგად, წელიწადნახევრის კვალობაზე, ბევრი სხვადასხვა საინტერესო სასმელი დაუგროვდა.

ამ კარადაში მისი მეუღლის კუთვნილი სასმელებიც ინახება. ერთ-ერთია ღვინო, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნისას ბელას ჩამოუტანა სამახსოვროდ. ზოგადად, ბელა ნოზაძეს მეუღლისგან საჩუქრები არ აკლია, წინა დაბადების დღეზე ბელამ ლაშასგან მანქანა მიიღო საჩუქრად, რომელიც საზეიმო ვითარებაში, გაბაფთული გადასცეს. როგორც ბელამ აღნიშნა, ლაშა ძალიან კარგი მეუღლე და მამაა. წყვილმა საკუთარ სიყვარულზე გულახდილად ისაუბრა. ვრცლად ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები