„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის“, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ყვარელში, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ხაბეიშვილმა ასევე თქვა, რომ რეგიონებში ჩამოყალიბდება ლოჯისტიკური ცენტრები, იქნება რეგიონული შეხვედრები და საპროტესტო აქციები, რომლის მთავარი მიზანიც საზოგადოების გაერთიანება იქნება:
„დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განსახილველ თემებს შორის იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, ქვეყნის ევროინტეგრაციის ისტორიული შანსი, რუსული საფრთხეები და მათი აცილების პოლიტიკა“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.