LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს: „ტყუილს არ ვიტყვი, მინისტრმაც და სხვებმაც მითხრეს ორივეგან იყავიო, მაგრამ ვერ შევძლებ..“

882
fortuna.ge-3-2022-01-13_18-14-27_465640

რეჟისორი, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მიდის. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „მე-17 სართული“ განაცხადა.

აღნიშნულის მიზეზად ლევან წულაძე საშემსრულებლო ხელოვნების თეატრის „თეატრი სახელოსნო 42“-ის გახსნას ასახელებს.

„როგორც კი 25-ში გავხსნით თეატრს, მე სამინისტროში მივალ და დავწერ განცხადებას…

 

ლევან წულაძე „მარჯანიშვილის“ თეატრის დატოვებაზე

? „როგორც კი 25-ში გავხსნით თეატრს, მე სამინისტროში მივალ და დავწერ განცხადებას… ტყუილს არ ვიტყვი, ეს ჩემთვის არავის უთქვია. მინისტრმაც და სხვებმაც მითხრეს ორივეგან იყავიო, მაგრამ ვერ შევძლებ“, — ლევან წულაძე

Posted by მე-17 სართული on კვირა, 17 სექტემბერი, 2023

 

ტყუილს არ ვიტყვი, მინისტრმაც და სხვებმაც მითხრეს ორივეგან იყავიო, მაგრამ ვერ შევძლებ. შემდეგ ალბათ, მეტყვიან, როდის წამოვალ.. ვიღაცას შეიძლება გაუხარდა, ვიღაცას შეიძლება ეწყინა.. ეგონათ, რომ მე რაღაცნაირი გაბრაზებული მივდივარ, შემდეგ დავარწმუნე, რომ ეს კონფლიქტის საფუძველზე არ ხდება. მე მინდა დიდი სიყვარული გამოვხატო ყველას მიმართ“, – განაცხადა ლევან წულაძემ.

ლევან წულაძის ხელმძღვანელობით, „თეატრი სახელოსნო 42“ მაყურებლისთვის კარს სულ მალე გახსნის. „თეატრი სახელოსნო 42“-ის კონცეფციის თანახმად, თეატრი სრულიად დამოუკიდებელია და ის სხვადასხვა რეჟისორსა თუ სამსახიობო დასს უმასპინძლებს.

პირველი სპექტაკლი, რომლითაც „თეატრი სახელოსნო 42“ მაყურებლის წინაშე წარდგება, „ოტელო“ იქნება და მისი პრემიერა 25 სექტემბერს შედგება.