LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან წვერავა: „მე და ჩემს მეუღლეს 10 წლის შემდეგ შეგვეძინა შვილი და ვერაფერს ვადარებ ამ გრძნობას, რასაც მისი სიყვარული ჰქვია…“

958
levanwverava

დუეტ „ლეონიის“ წევრები ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი 10-წლიანი მოლოდინის შემდეგ მშობლები გახდნენ და ბიჭუნა შეეძინათ, რომლის აღზრდაში ორივე მშობელი თანაბრად მონაწილეობს.

ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ლევან წვერავა აღნიშნავს:

„მე და ჩემს მეუღლეს 10 წლის შემდეგ შეგვეძინა შვილი და ვერაფერს ვადარებ ამ გრძნობას, რასაც მისი სიყვარული ჰქვია. როცა ნოეს ვუყურებ, მაშინ ვარ ყველაზე ბედნიერი, სულგრძელი და პოზიტიური. თვითონაც მხიარული ბავშვია, პოზიტივს ასხივებს.

ძალიან მიყვარს ნოეს ბანაობა. ყველაზე ბედნიერია, როცა ვაბანავებ. ძალიან მიყვარს ჩვენი ურთიერთობა დილით. მეც მიყვარს დილით ადრე გაღვიძება და მასაც. სხვათა შორის, დილის შვიდ საათზე უმეტესწილად მე ვაჭმევ საჭმელს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები