LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

LG–მ სადღესასწაულო ტელევიზორი წარადგინა – გამჭირვალე ეკრანი არც მეტი არც ნაკლები საწოლშია ჩამალული

166
lgtv2021

კომპანია LG თაყვანისმცემელთა გაოცებას აგრძელებს და ამჯერად 55 დიუმიანი OLED– ტელევზიტორი წარმოადგინა. საზეიმო პრეზენტაცია ტექნოლოგიური ფესტივალის CES 2021-ის ფარგლებში გაიმართა.

პროტოტიპი OLED Smart Bed ეს არის გამჭირვალე ტელევიზორი, რომელიც სურვილის შემთხვევაში საწოლში იმალება. მწარმოებელმა სიახლის გამოყენების რამდენიმე სცენარი აჩვენა. მაგალითად, როდესაც ტელევიზორი ნაწილობრივაა ამოწეული და ეკრანზე ისეთი საჭირო ინფორმაციაა დატანილი, როგორიცაა დრო და ამინდი. აღსანიშნავია, რომ ტელევიზორთან ერთად საწოლში დინამიკებიცაა ჩამონტაჟებული.

ახალი ეკრანი 40%–ით გამჭირვალეა, რაც 10%–ით უკეთესი შედეგია ვიდრე წინა მოდელი. მართალია, ეკრანი საწოლშია ჩამონტაჟებული, თუმცა სურვილის შემთხვევაში მისთვის პოზიციის შეცვლა და სხვა ადგილას გადატანაც შეიძლება.

LG Display–მ გამჭირვალე ეკრანი ჯერ კიდევ გასულ წელს წარადგინა და იდეაში ის მეტროს თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვისაა განკუთვნილი.

„ეს ტექნოლოგია შესაძლოა სხვადასხვა ადგილებში იყოს გამოყენებული, მაგალითად მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, არქიტექტურულ ობიექტებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროს ვაგონებში, თვითმფრინავის სალონში.“ LG–ის კომერციული სამსახურის დირექტორი ჯონგ–სუნ პარკი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აგვისტოში გამჭირვალე ეკრანის მქონე ტელევიზორის გამოშვება Xiaomi–მაც დააანონსა. ჩინური კომპანიის პროდუქტმა 55 დიუმიანი პანელი მიიღო და მას ფერთა გამა 93%–ით აქვს ათვისებული. ტელევიზორების მფლობელებს Xiaomi–ში უთხრეს, რომ 7 ათასი დოლარის გადახდით მათ მხოლოდ FullHD ხარისხის იმედი უნდა ქონდეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები