დღეს დილით სამტრედიაში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

მსუბუქი ავტომობილი ტაქსს შეეჯახა.

სამივე გარდაცვლილი სენაკიდან იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ამბები.გე“ ავრცელებს.

გარდაცვლილებს შო­რის არი­ან დედა-შვი­ლი.

რო­გოც მათი ახ­ლო­ბე­ლი სააგენტოს უყვება, ისი­ნი ტაქ­სით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­დი­ოდ­ნენ, რა დრო­საც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და.

„გარ­დაც­ვლი­ლია ლილი ბა­ღა­თუ­რია და მისი დედა, როზა ტყე­ბუ­ჩა­ვა.

სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ნე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. ლი­ლის დედა ონ­კო­ლო­გი­უ­რი ავად­მყო­ფი იყო და თბი­ლის­ში მი­ყავ­და ერთ-ერთი სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ლი­ლის და თბი­ლის­ში ელო­დე­ბო­და ორი­ვეს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ ასე დას­რულ­და.

ძა­ლი­ან ცუდი სი­ტუ­ა­ცი­აა. ლი­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი დარ­ჩა, უკარ­გე­სი ქალ-ვაჟი. ანა­ნომ წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა წმინ­და ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა-გიმ­ნა­ზია, მო­ი­პო­ვა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის შიდა და­ფი­ნან­სე­ბა, ბიჭი სტუ­დენ­ტია , ისიც ჭკვი­ა­ნი და ნი­ჭი­ე­რია. შვი­ლებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან შე­ი­ტყვეს დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და ძა­ლინ მძი­მე, რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად გვტკი­ვა და ვერ აგიღ­წერთ რა ხდე­ბა ახლა იქ”. –  ყვება ოჯახის ახ­ლო­ბე­ლი.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები