LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოლა წერეთლის სიმღერა, რომელიც ყოფილ მეუღლეს, გიორგი წერეთელს მიუძღვნა

39138
lola

თბილისში ბევრს საუბრობენ და მედიასაშუალებებშიც დაწერეს იმის შესახებ, რომ ცნობილი წყვილი, გიორგი და ლოლა წერეთლები ერთმანეთს მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ.

არც ერთი მხარე დაშორების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ახლახან „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“-ში შედგა ლოლას ახალი სიმღერის პრემიერა, რომლის ტექსტიც აშკარაა, რომ მის ყოფილ მეუღლეს ეძღვნება.

„ვერაფერს ვეღარ შევცვლით/ალბათ ორივე შევცდით/ ჩვენ ისე გვიან შევხვდით/ბევრჯერ გვინანია/მაგრამ გვიანია, ეს ბედისწერის ბრალია/მე მიყვარს ის, რაც მახსოვს/ დრო მოგონებებით მათბობს/არც იმ შეხვედრას, არც განშორებას არ ვნანობ/ მთელი ღამე უსაშველოდ წვიმდა/ ცა ტიროდა ქალივით/ცხოვრება ამად ღირდა/იმ ერთი წამისთვის/ მე არაფრის დავიწყება არ მინდა/ მახსოვს და განვიცდი/ გული რომ ასე მტკივა/მადლობა ამისთვის“.

https://www.facebook.com/NanukaZhorzholianiShow/videos/520688398336357/?v=520688398336357

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g