სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა უსაყვარლეს შვილთან, თომასთან ერთად არის წარმოდგენილი.
როგორც ირკვევა, გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ვაჟის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა – ჯაზის ხელოვნების ერთგვარ სიმბოლოდ მიჩნეული, ლუი არმსტრონგის „What A Wonderful World“.
„ლუი არმსტრონგს აკეთებს“, – ამბობს მაკა და სიმღერის ერთობლივ შესრულებასაც გვთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ მაკა სოციალურ ქსელში აქტიურად გვიზიარებს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს, თავის ნამუშევრებს და პატარა თომას ფოტო-ვიდეო კადრებს.