LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ყველას ასეთი სიყვარულისთვის… თქვენი (ამიერიდან) ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნიკოლოზ წულუკიძე!..“

553
ნიკოლოზ წულუკიძე

ცნობილი ტელესახე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გახდა.

მან ეს ამბავი მეგობრების წრეში აღნიშნა.

ნიკოლოზ წულუკიძის სადოქტორო ნამუშევარი „თავისუფალ თეატრს“ და ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლებს ეხებოდა, რისთვისაც რეჟისორმა მას მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

თავად ნიკოლოზმა უამრავი მილოცვა მიიღო საჯარო სივრცეშიც თუ პირადადაც.

მან სოციალურ ქსელში დაწერა:

„მადლობა ყველას ასეთი სიყვარულისთვის ❤ თქვენი (ამიერიდან) ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნიკოლოზ წულუკიძე…“

ავთო ვარსიმაშვილი: „დღეს ნიკოლოზ წულუკიძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, სადოქტორო თემა „თავისუფალი თეატრი“ და ჩემი სპექტაკლებია, გილოცავ და მადლობა ამ თემის აღებისათვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები